logo
ENG



ტესტირება უტარდება იმაზე მეტ ადამიანს, ვიდრე ეს პროტოკოლშია გაწერილი - გამყრელიძე

27 მარ 202022:37
3 წუთის საკითხავი
 

თუ პროტოკოლის გადახედვის საჭიროება დადგა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი კლინიკურ ჯგუფებთან ერთად ამას გააკეთებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. 

გამყრელიძის თქმით, ხშირ შემთხვევაში ცენტრი იმაზე უფრო მეტ ტესტირებას ატარებს, ვიდრე ეს პროტოკოლშია გაწერილი. 

"პროტოკოლის ცვლილებას განიხილავს დაავადებათა კონტროლის ცენტრი კლინიკურ ჯგუფთან ერთად და თუ ჩაითვალა საჭიროდ, რომ პროტოკოლი გადასახედია, ამის პრობლემა არ არის. დღეს იტესტება ყველა ადამიანი. არ ყოფილა ამ 2 თვის განმავლობაში რაც ქვეყანაში შემოწმება მიმდინარეობს, რომ ადამიანი, ვისაც ტესტირება სჭირდებოდა და მას ტესტირება არ ჩატარებოდა. პირიქით, უფრო მეტის ვაკეთებთ, ვიდრე პროტოკოლშია გაწერილი. ჩატარებულია უფრო მეტ ადამიანზე ტესტირება, ვიდრე ამას პროტოკოლი ითვალისწინებს. მადლობა მინდა გადავუხადო დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყველა თანამშრომელს", - განაცხადა გამყრელიძემ გადაცემაში "სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულა".  


close დახურვა